საარჩევნო უბანზე, სადაც არჩილ ჩიქოვანმა ხმა მისცა, ხმაური იყო 

30 ოქტომბერი 2021, 10:22 3553 ნახვა

''ქართული ოცნების'' ბათუმის მერობის კანდიდატმა არჩევანი უკვე გააკეთა. არჩილ ჩიქოვანი საარჩევნო უბანზე შვილთან ერთად მივიდა. 

ბათუმის 55-ე საარჩევნო უბანზე, სადაც მან ხმა მისცა, ხმაური იყო. არჩილ ჩიქოვანს ალექსანდრე მილორავა ფოტოსურათით დახვდა. 

სურათზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ''ქართული ოცნების'' მერობის კანდიდატი ერთად არიან. 

''ძალიან მეგობრული შეხვედრა აქვთ სუფრასთან. დღეს მისი მეგობრები გამოირჩევიან სიძულვილის ენით, მათ პირად ტყვეობაში არის მიხეილ სააკაშვილი, ხოლო ეს ადამიანი უჭერს მხარს  ამ პოლიტიკურ ტყვეობას.

მინდოდა ამ ფოტოზე ავტოგრაფი მოეცა. 

ძალიან ბევრჯერ მქონდა სურვილი ბატონ არჩილს შევხვედროდი, მაგრამ მემალებოდა. დღეს იყო ერთადერთი შანსი, რომ მოვიდა და შევხვდი. მისი პოზიციაა, რომ სულ გარბის, აქედან გამომდინარე სადაც შევძელი იქ დავხვდი'' - განაცხადა ალექსანდრე მიორავამ. 

არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, ეს არის ოპოზიციის დაგეგმილი პროვოკაცია. „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ასევე განაცხადა, რომ ბათუმი არასდროს დაბრუნდება წარსულში.

''დარწმუნებული ვარ, ყველა ორგანიზაცია ფაქტებს სათანადოდ შეაფასებს. რაც შეეხება არჩევნებს, ხმა მივეცი ჩვენი ქალაქის მომავალ განვითარებას, უკეთეს ბათუმს. ბუნებრივია ჩვენი თანაქალაქელები გააკეთებენ არჩევანს ბნელ წარსულსა და უკეთეს მომავალს შორის. დარწმუნებული ვარ ჩვენი ქალაქი არასოდეს დაბრუნდება წარსულში'' - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში