ერთი პარტია ხალხს ქაოსს ჰპირდება, მეორე კი მშვიდობას და განვითარებას - ირაკლი კობახიძის

30 ოქტომბერი 2021, 09:54 794 ნახვა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ  პოლიტიკური არჩევანი ცოტა ხნის წინ დააფიქსირა. ირაკლი კობახიძის თქმით, არჩევანის გაკეთება დღეს მარტივია. 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამბობს, რომ ერთ მხარეს არის პოლიტიკური პარტია, რომელიც ხალხს ჰპირდება არეულობას, ქაოსს, მეორე მხარეს კი არის პარტია, რომელიც მოქალაქეებს ჰპირდება სტაბილურობას, მშვიდობას და განვითარებას.

''რაც შეეხება კანდიდატებს, თბილისის შემთხვევაში ერთ მხარეს არის კანდიდატი, რომელსაც არაფრით გამოუჩენია თავი გარდა იმისა, რომ კომპანიებს აკოტრებდა, იჭრებოდა სახელმწიფო ინსტიტუტების შენობებში და ხულიგნობდა გამუდმებით, მეორე მხარეს არის კანდიდატი, რომელიც 4 წელი ზრუნავდა თბილისის განვითარებაზე, რომელსაც აქვს თბილისის განვითარების ძალიან კონკრეტული ხედვა შემდეგი 4 წლისთვის. ამიტომ, მე მგონი, არჩევანი არის ძალიან მარტივი და შესაბამისი არჩევანი გავაკეთე მეც“, - განაცხადა კობახიძმ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში