ცესკომ თვითმმართველი ქალაქებისა და თემების მერთა არჩევნების განახლებული წინასწარი მონაცემები წარდგინა

31 ოქტომბერი 2021, 12:01 955 ნახვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის თქმით, ხმების თითქმის 100% დათვლილია.

მისივე განცხადებით, განახლებული წინასწარი შედეგებით, ყველგან „ქართული ოცნების" კანდიდატი იმარჯვებს, წალენჯიხის გარდა.ბოლო მონაცემები ასე გამოიყურება:

თბილისში -„ქართული ოცნების“ კანდიდატ კახა კალაძეს 55.61 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ნიკანორ მელიას 44.39 პროცენტი

აქ სულ 769 უბნიდან მონაცემები დათვლილია 768 (99.87%) უბნის მიხედვით.

რუსთავში -„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს, ნინო ლაცაბიძეს 53,71% აქვს, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს დავით კირკიტაძეს - 46,28%;

ქუთაისში - „ქართული ოცნების“ კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილს ხმების 51,64 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ხატია დეკანოიძეს 48,35 პროცენტი;

ფოთში -„ქართული ოცნების“ კანდიდატ ბექა ვაჭარაძეს - 57, 35% აქვს, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გიორგი უგულავამ - 42,65% მოიპოვა;

ბათუმში -"ქართული ოცნების კანდიდატ არჩილ ჩიქოვანს - 51.01%აქვს, "ნაციონალური მოძრაობის"  კანდიდატ გიორგი კირთაძეს-48,98%;

თელავში – გიორგი ბოტკოველი („ნაციონალური მოძრაობა“) 43.1% და ლევან ანდრიაშვილი („ქართული ოცნება“) 56.9%;

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, 14 თვითმმართველ თემში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ხოლო ერთ თემში - წალენჯიხაში, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მოიგო.

უბნების 100 პროცენტის დათვლის შედეგად, ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემები ასეთია:

თელავში – გიორგი ბოტკოველი („ნაციონალური მოძრაობა“) 43.1% და ლევან ანდრიაშვილი („ქართული ოცნება“) 56.9%;

თიანეთში – თამაზ მეჭიაური („თამაზ მეჭიაური ,,ერთიანი საქართველოსთვის“) 45.17% და ლევან წიკლაური („ქართული ოცნება“) 54.82%;

ქარელში – ზაზა გულიაშვილი („ქართული ოცნება“) 56.73% და ნიკოლოზ ახალკაცი („ნაციონალური მოძრაობა“) 43.26%;

ხაშურში – თენგიზ ჩიტიაშვილი („ქართული ოცნება“) 59.08% და იოსებ ბუაძე („ნაციონალური მოძრაობა“) 40.91%;

ცაგერში – გიორგი ნემსაძე („ქართული ოცნება“) 62.87% და ბესარიონ ბენდელიანი („გახარია საქართველოსთვის“) 37.12%;

ბაღდათში – კახა ენუქიძე („ქართული ოცნება“) 60.69% და გიორგი რობაქიძე („ნაციონალური მოძრაობა“) 39.3%;

წყალტუბოში – გენადი ბალანჩივაძე („ქართული ოცნება“) 57.16% და ზაზა მეტრეველი („ნაციონალური მოძრაობა“) 42.83%;

ოზურგეთში – ავთანდილ თალაკვაძე („ქართული ოცნება“) 55.4% და კონსტანტინე შარაშენიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი) 44.59%;

სენაკში – ვახტანგ გადელია („ქართული ოცნება“) 53.07% და კობა ნაყოფია („ნაციონალური მოძრაობა“) 46.92%;

მარტვილში – თორნიკე ჯანაშია („ქართული ოცნება“) 51.84% და თეიმურაზ ჯანაშია („ნაციონალური მოძრაობა“) 48.15%;

ხობში – ბესიკ შენგელია („ნაციონალური მოძრაობა“) 43.22% და დავით ბუკია („ქართული ოცნება“) 56.78%;

ზუგდიდში – ანზორ მელია („ნაციონალური მოძრაობა“) 48.36% და მამუკა წოწერია („ქართული ოცნება“) 51.63%;

წალენჯიხაში – გიორგი ხარჩილავა („ნაციონალური მოძრაობა“) 51.1% და გოგა გულორდავა („ქართული ოცნება“) 48.89%;

ჩხოროწყუში – ბადრი ქარჩავა („ნაციონალური მოძრაობა“) 49.11% და დათო გოგუა („ქართული ოცნება“) 50.88%;

ხელვაჩაურში – მიშა ბოლქვაძე („ნაციონალური მოძრაობა“) 44.99% და ზაზა დიასამიძე („ქართული ოცნება“) 55.00%.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში