არჩევნები 2021 ზუგდიდში

03 ოქტომბერი 2021, 13:23 976 ნახვა

ხმათა პროცენტული გადანაწილებით ზუგდიდში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი ანზორ მელია ლიდერობს. მან ხმების 47.31 % მიიღო. მმართველი პარტიის მიერ წარდგენილ კანდიდატს მამუკა წოწერიას ხმების 40.71% აქვს მიღებული.

"გახარია-საქართველოსთვის" კანდიდატს, ზუგდიდის ყოფილ მერ გეგა შენგელიას, ამ ეტაპზე 11.17% აქვს, ხოლო ილია ჩაჩიბაიას, რომელიც "პატრიოტთა ალიანს" წარმოადგენს, ხმების 0.82%.რაც შეეხება პროპორციულს , წინასწარი მონაცემებით ხმები ასე გადანაწილდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 43.44%პარტია "საქართველოსთვის" - 11.01%. " ქართული ოცნება " 39.62% . ზუგდიდის 67- ე ოლქში სულ 25 საჩივარია შესული. 

გუშინ ოლქში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ზუგდიდის ოლქის თავმჯდომარემ, რომელმაც უარყო ენმ-ის ბრალდებები თითქოს ოლქში ოქმების შემოტანის პროცესი ხელოვნურად ჭიანურდებოდა. პირველადი მონაცემების დაგვიანება თავმჯდომარემ სწორედ ოლქში ოპოზიციის ხმაურით და ბიულეტენების ვიდეოფიქსაციის პროცესით ახსნა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი