თბილისში გაიმართება მეორე ტური, ახლა მნიშვნელოვანია დავიცვათ თითოეული ხმა - ამის შესახებ თბილისის მერობის ოპოზიციურმა კანდიდატმა ნიკა მელიამ განაცხადა.
ნიკა მელიას თქმით, მმართველმა გუნდმა დედაქალაქში წააგო და საკრებულო ოპოზიციური პარტიების მიერ იქნება დაკომპლექტებული.
"ჩვენ დღეს თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკური ცენტრი - დედაქალაქი პირწმინდად წააგო. უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკრებულო იქნება ოპოზიციური პარტიების მიერ დაკომპლექტებული. ვიხილეთ შედეგები მერის არჩევნების ნაწილში, აქ, რა თქმა უნდა, გაიმართება მეორე ტური, სადაც აუცილებლად ერთიანი ოპოზიციური ფრონტი კოალიციურ მმართველობაში იქნება. ახლა მთავარია ერთადერთი რამ, მომდევნო 2 საათის განმავლობაში თითოეული ხმა დავიცვათ და არ მივცეთ მანიპულაციის გზა ,,ქართულ ოცნებას''. ყველგან არა მხოლოდ თბილისში, მთელი ქვეყნის მაშტაბით. ჩვენ ჯერ არ ვიცით შედეგები. ყველა ქალაქში და სოფელში ათასობით დამკვირვებელი და კომისიის წევრი იბრძვიან ამ ქვეყნის მომავლისთვის" - ამბობს ნიკა მელია.