საქართველო მედლების საერთო ჩათვლაში 24-ე ადგილზე დაწინაურდა

11 აგვისტო 2024, 08:51 764 ნახვა

პარიზის ოლიმპიური თამაშების მე-15 საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს 3 ოქრო, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი აქვს.

ამ შედეგებით საქართველო 18 საფეხურით დაწინაურდა და 206 ოლიმპიურ კომიტეტს შორის 24-ე ადგილზე იმყოფება.

საქართველოს პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლები ლაშა ბექაურმა (ძიუდო), გენო პეტრიაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა) და ლაშა ტალახაძემ (ძალოსნობა) მოუტანა, ვერცხილის მედლებს ტატო გრიგალაშვილი და ილია სულამანიძე(ორივე ძიუდო) დაეუფლნენ , ხოლო ბრინჯაოს მედალი ლაშა გურულის (კრივი) ანგარიშზეა.

დღეს, 11 აგვისტოს, ქართველებიდან ბოლო იასპარეზებს გივი მაჭარაშვილი, რომელიც ფინალშია და მედალი განაღდებული აქვს.

მოწინავე ათეულში ორი ცვლილება მოხდა: შეიცვალა ლიდერი და ჩინეთი აშშ-ს ერთი ოქროს მედლით უსწრებს, ხოლო საფრანგეთმა დიდ ბრიტანეთს გადაასწრო.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში