ენმ საარჩევნო დარღვევებზე

02 ოქტომბერი 2021, 19:10 824 ნახვა

ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ  12 საათის მონაცემებით 56 საჩივარია უბნებზე.  საჩივრების დიდი ნაწილი აგიტაციის წესის დარღვევებს ეხება. საუბარია ბათუმის მე-40, 41-ე და 48-ე ,. მირდატ ქამადაძის თქმით, დაფიქსირდა საარჩევნო უბნის თავმჯდომარის მხრიდან მე 6 და 18 უბანზე დამკვირვებლისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტი.

მეხუთე და ოთხმოცდამეთვრამეტე  უბანზე კი ქამადაძის თქმით, ამომრჩევლებს სხვის ნაცვლად აწერინებენ ხელს. ბრიფინგზე საუბარი იყო იმაზეც, რომ სუსის წარმომადგენლები კომუნიკაციაში არიან კომისიის წევრებტან და მათი მხრიდან ფოტო ვიდეო გადაღების საშუალებით კონტროლდება ამომრჩევლის ნება. რაც შეეხება ხელვაჩაურს 12 საათის მონაცემებით ოცდამეთოთხმეტე და მეოცე უბანზე დააფიქსირა პარტიამ დარღვევა  კერძოდ , საუბარია უბნებთან მობილიზებულ ავტომობილებზე რომლებშიც კოორდინატორები სიებით არიან მობილიზებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი