სააკაშვილი საქართველოში გადატრიალებისთვის იყო ჩამოსული, რაც ძალოვანებმა აღკვეთეს - ირაკლი კობახიძე

02 ოქტომბერი 2021, 09:26 1661 ნახვა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მივიდა. ირაკლი კობახიძემ კომენტარი მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით გააკეთა. 

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში გადატრიალებისთვის იყო ჩამოსული, რაც ძალოვანებმა აღკვეთეს. ირაკლი კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ეს ქვეყანა 18 წელი არ დაასვენა.

მისი განმარტებით, სააკაშვილის დაკავების სპეცოპერაციის წარმატების ერთ-ერთი საფუძველი იყო ის, რომ სათანადოდ იყო დაცული კონფიდენციალურობა.

''როდესაც ადამიანი ხვდება ციხეში, ეს თავისთავად მძიმე მოვლენაა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც ეს ქვეყანა 18 წელი არ დაასვენა. ჯერ 9 წელი იყო ხელისუფლებაში და თქვენ გახსოვთ მის მიერ და მისი რეჟიმის ჩადენილი დანაშაულები, შემდეგ 9 წელი იყო ოპოზიციაში და ქვეყანა არ დაასვენა. ახლაც იმავეთი ემუქრებოდა ქვეყანას.

ის საქართველოში ჩამოდიოდა, რათა შეესრულებინა თავისი მუქარა, ხელისუფლების გადატრიალებასთან და ქვეყნის არევასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სამართალდამცავმა ორგანოებმა მიიღეს ყველა ზომა, რათა მისი ახალი დანაშაული აღეკვეთათ.

მიხეილ სააკაშვილი მომიკითხეთ ციხეში. არავითარი არც აქციის, არც ქვეყნის გადატრიალების, არც ქუჩაში გამოსვლის რესურსი მათ არ აქვთ. ვერაფერს მიაღწევენ, დღეს „ქართული ოცნება“ მყარად მოიგებს არჩევნებს, ყველაფერი იქნება მშვიდად და კარგად, მომიკითხეთ თქვენი ლიდერი ციხეში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი