სიმბოლურია რომ მიხეილ სააკაშვილი სწორედ დღეს დაკავება-ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ სამართალდამცავ უწყებებს ჩატარებული ოპერაციისთვის წარმატება გადაუხადა.
„მინდა გამოვეხმაურო მიხეილ სააკაშვილის დაკავებას. სიმბოლურია, რომ ეს მოხდა ზუსტად ცხრა წლის თავზე იმ მომენტიდან, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ქართულ საზოგადოებას საქართველოში თავისუფლების და დემოკრატიის გამარჯვება მიულოცა. ეს არის იმ საქმის დაგვირგვინება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ზუსტად ათი წლის წინ დაიწყო. ვულოცავ პრემიერ-მინისტრს ამ ოპერაციის წარმატებით ჩატარებას და მადლობას გადავუხდი სამართალდამცავ სტრუქტურებს-შსს-ს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს “, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.