შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ჩადენილი დანაშაულის შესაძლო ფაქტებზე სისხლის სამართლის 27 საქმეა აღძრული. ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, საქმეების ძირითადი ნაწილი დაკავშირებულია ბანერების დაზიანების ფაქტზე; სისხლის სამართლის 2 საქმე მიმდინარეობს პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების კუთვნილი ქონების შესაძლო ქურდობის ფაქტებზე. სისხლის სამართლის 9 საქმეზეა დაწყებული გამოძიება სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე. გამოძიება ასევე დაწყებულია ქარელში, მედიის წარმომადგენლის მიმართ განხორციელებულ ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით შესაძლო დაზიანებაზეც.