ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის ერთობლივი კომუნიკე, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილთან ერთად უხელმძღვანელა 1921 წლის იანვარში საფრანგეთის მიერ საქართველოს ცნობის ას წლისთავთან დაკავშირებულ ცერემონიას. ეს საგანგებო ცერემონია ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის მნიშვნელობასა და საფრანგეთის მიერ გასულ საუკუნეში შესრულებულ განსაკუთრებულ როლს საქართველოს თავისუფლების, ტერიტორიული სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვაში.