ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, საქართველოში რაც შეიძლება მეტი დამკვირვებლის მობილიზება - პრემიერი 

30 სექტემბერი 2021, 11:50 561 ნახვა

თბილისში ჩამოვიდნენ ევროპარლამენტის წევრები, რომლებიც ეუთოს(OSCE)დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის(ODHIR) მისიის ფარგლებში დააკვირდებიან 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მათ რეკომენდაციებსაც მოისმენენ და მთავრობა იღებს ვალდებულებას ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები. 

''ჯერ კიდევ აპრილში, საგარეო საქმეთა მინისტრმა გაუგზავნა ოფიციალური მოწვევა ეუთოს და ოდირს, იმისთვის რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოეგზავნათ ქვეყანაში. გარდა ამისა ჩართული არიან ევროპარლამენტარებიც. ჩვენი მთავარი სურვილი და ამოცანა იყო, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებლის მობილიზება საქართველოში. ერთის მხრივ მთავრობა იღებს ვალდებულებას, რომ მაქსიმალურად თავისუფალი და გამჭვირვალე, კონკურენტუნარიანი არჩევნები ჩაატარო, მეორე - არც ერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი'' - განაცხადა პრემიერმა. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი