ჯანმო-ს განცხადება

29 სექტემბერი 2021, 15:34 1183 ნახვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 20-დან 26 სექტემბრის ჩათვლით, მსოფლიოში კოვიდ-19–ით ინფიცირების შემთხვევები და სიკვდილიანობა 10 პროცენტით შემცირდა.შესაბამისი განცხადება ჯანმო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.”კვირის განმავლობაში ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები მცირდება. ამის მიუხედავად, 20–დან 26 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში 3,3 მილიონზე მეტი ინფიცირების და 55 ათასზე მეტი გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა”, - ნათქვამია მოხსენებაში. წამყვანი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი