ნიკა მელია ამბობს, რომ მმართველი პარტია სათადარიგო გეგმას ამზადებს იმ შემთხვევისთვის თუ პრეზიდენტი შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს მმართველ გუნდში არ ენდობიან. „ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შანსი არ არსებობს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტს არც საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭრა ექნება.