მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 232 მილიონს გადააჭარბა

27 სექტემბერი 2021, 12:41 701 ნახვა

მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 232 მილიონს გადააჭარბა. კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4.76 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 209 მილიონს აჭარბებს. კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ია დადასტურებული, მეორე ადგილზეა ინდოეთი, შემდეგ მოდის ბრაზილია, გაერთიანებული სამეფო და რუსეთი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი