სამგზავრო მატარებლის რელსებიდან გადასვლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა ამერიკის შეერთებული შტატების მონტანას შტატში.
სამგზავრო მატარებლის რელსებიდან გადასვლის შედეგად დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი. კომპანიის ცნობით, მატარებლის ათი ვაგონიდან შვიდი რელსებიდან გადავიდა. ბორტზე დაახლოებით 146 მგზავრი და ეკიპაჟის 16 წევრი იმყოფებოდა.