ევროკავშირი რუსეთს მავნე კიბერსაქმიანობაში ადანაშაულებს

25 სექტემბერი 2021, 12:10 809 ნახვა

ევროკავშირი რუსეთს გაერთიანების წევრი ქვეყნების წინააღმდეგ მავნე კიბერსაქმიანობაში ადანაშაულებს.

როგორც საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ჟოზეფ ბორელის განცხადებაშია აღნიშნული, მავნე კიბერსაქმიანობის სამიზნეს წარმოადგენენ ევროკავშირში პარლამენტის წევრები, პოლიტიკოსები, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

ევროკავშირი და მათი წევრები მკაცრად გმობენ მავნე კიბერსაქმიანობას და მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას, დაიცვას კიბერსივრცეში პასუხისმგებლიანი ქცევის ნორმები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი