სროლა დელის სასამართლოში

24 სექტემბერი 2021, 18:10 878 ნახვა

3 ადამიანი დაიღუპა ინდოეთის დედაქალაქ დელის სასამართლოს შენობაში მომხდარი ინციდენტის შედეგად.  სასამართლოს სხდომათა დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სროლა  სასამართლოს დარბაზში კრიმინალური დაჯგუფების სავარაუდო ლიდერის გამოჩენას მოჰყვა. ცეცხლი  ორმა შეიარაღებულმა პირმა გახსნა, რომლებმაც თავი ადვოკატად გაასაღეს.

სამართალდამცავების განცხადებით, ორი მამაკაცი მეტოქე დაჯგუფების წარმომადგენელი იყო. პოლიციამ თავდამსხმელებს საპასუხო ცეცხლი გაუხსნა და რის შედეგადაც ერთ-ერთი მათგანი ადგილზე, მეორე კი - საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში