ავღანეთში ქურდობაში ბრალდებულებისთვის ხელის მოკვეთის წესი აღდგება

24 სექტემბერი 2021, 12:47 1313 ნახვა

ავღანეთში მძიმე დანაშაულისთვის სასჯელი გამკაცრდება და ქურდობაში ბრალდებულებისთვის ხელის მოკვეთის წესი აღდგება - განაცხადა „თალიბანის“ ერთ-ერთმა ლიდერმა. როგორც განმარტავენ, მსგავსი მკაცრი სასჯელები უსაფრთხოებისთვისაა საჭირო. უცხოური გამოცემა წერს, რომ „თალიბანმა“ ცოტა ხნის წინ მცირე მასშტაბის ქურდობაზე წლების წინ არსებული წესი აღადგინა, რომელიც მძარცველის საჯაროდ შერცხვენას გულისხმობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში