პროკურატურამ დმანისში "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების დაჭრის ფაქტზე დაკავებულ პირს ბრალი წარუდგინა

23 სექტემბერი 2021, 21:21 959 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ დმანისის რაიონის სოფელ განთიადში მომხდარი ორი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე დ.დ-ს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, სოფელ განთიადში, დმანისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის მოსახლეობასთან შეხვედრისას წარმოშობილი კონფლიქტის დროს, დაკავებულმა დანის გამოყენებით, პოლიტიკური მოტივით, ორ პირს ჭრილობები მიაყენა.

“პროკურატურამ დმანისის რაიონში მომხდარი ორი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე დ.დ.-ს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დმანისის რაიონის სოფელ განთიადში მომხდარი ორი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე დ.დ-ს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 21 სექტემბერს, დმანისის რაიონის სოფელ განთიადში, დმანისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის მოსახლეობასთან შეხვედრისას წარმოშობილი კონფლიქტის დროს, დ.დ.-მ დანის გამოყენებით, პოლიტიკური მოტივით, მ.ო-ს და შ.ს.-ს ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებულებმა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღეს.

სამართალდამცველებმა დ.დ. 2021 წლის 22 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 13- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ბოლნისის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, - აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი