სოფელ ქობულეთში მეწყერმა სახლი დაანგრია

22 სექტემბერი 2021, 20:18 5526 ნახვა

სოფელ ქობულეთში, მეწყერმა ვერულიძეების 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლი დაანგრია და ხევში წაიღო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.  6-წევრიანი ოჯახი ქობულეთის მერიამ  უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა.

"ქობულეთის მერიის სტიქიის სალიკვიდაციო შტაბმა, მყისიერი რეაგირება მოახდინა და ოჯახის დაუყოვნებლივი ევაკუაცია განახორციელა. ადგილი, სადაც მეწყერი გააქტიურდა, გასულ წელს ფერდსამაგრი სამუშაოები ჩაუტარდა, თუმცა ეხლანდელმა მოვარდნილმა სტიქიამ განმეორებით მოახდინა საყრდენი კედლის მორღვევა და განავითარა მეწყერი", - აცხადებენ ქობულეთის მერიაში.

მათივე განცხადებით, პირველ ეტაპზე ოჯახის ქირით გაყვანაზე იზრუნებენ და შემდგომ კი  შესაბამისი ღონისძიებები დაიგეგმება.

დღეს, ძლიერი წვიმის შედეგად, ქობულეთის რამდენიმე სოფელში მეწყრული პროცესები განვითარდა. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი