აჭარაში კორონავირუსის 130 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 4 პაციენტი

22 სექტემბერი 2021, 10:35 808 ნახვა

აჭარაში კორონავირუსის 130 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათში რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 157 პაციენტი, გარდაიცვალა 4.

ბოლო მონაცემებით, კლინიკაში მკურნალობს - 515 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში -288, ონლაინ კლინიკაში - 1185. კრიტიკულია 16 პაციენტის მდგომარეობა.

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავრუსის სულ 2016 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი