საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით გადმოტანის ფაქტზე პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელმა, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურების გავლისას, დამალა დამატებით 30 ათას ლარზე მეტი ღირებულების საქონლის არსებობა და თავი აარიდა საბაჟო მოსაკრებლების გადახდას.