ოპონენტების მიმართ სიძულვილის გამომხატველი ბანერები საქართველოს სხვადასხვა ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე გამოჩნდა, სისხლიანი ბანერები ბათუმშიც გამოაკრეს. ოპოზიცია ამბობს, რომ ეს მმართველი გუნდის ტაქტიკაა, რომელსაც ისინი წინასაარჩევნოდ იყენებენ.
ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ მოსახლეობას სისხლიანი 9 წელი კარგად ახსოვს და ნაციონალურ მოძრაობას ეს ფაქტი არ უნდა აკვირვებდეს. სისხლიანი ბანერები ჯერ თბილისში 17 სექტემბერს ღამით გამოჩნდა, ამჯერად ბანერზე ოპოზიციური პოლიტიკოსების გარდა, ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარიაცაა გამოსახული.