„ქალის ხმა არჩევნებში“ - საინფორმაციო შეხვედრა

17 სექტემბერი 2021, 14:46 1283 ნახვა

„ქალის ხმა არჩევნებში“ - პროექტის ფარგლებში  საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. სხვადასხვა მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან  ისაუბრეს 2 ოქტომბრის არჩევნებზე და ამ პროცესში  ქალების ჩართულობაზე. 

იმსჯელეს მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე, მათ შორის საარჩევნო კანონმდებლობის შესახებ და იმ რეგულაციებზე, რომლებიც პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარებას ეხება. 

პროექტი „ ქალის ხმა არჩევნებში„  ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით  ხორციელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი