მაია რჩეულიშვილმა საპატიმრო დატოვა

17 სექტემბერი 2021, 13:07 1036 ნახვა

„ცენტრ-პოინტის“ დამფუძნებელმა, მაია რჩეულიშვილმა რუსთავის ქალთა საპატიმრო დაწესებულება დატოვა. მას ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ.

„ყველას ვუხდი ბოდიშს, რომ ამდენი ხანი დაგვიანდა. მადლობა მერიას, რომელიც ძალიან გვერდით დაგვიდგა და დიდება უფალს, რომ დამთავრდა. ახლა ინვესტორებს გადაეცათ შპს-ები და დარწმუნებული ვარ, მერიის ზედამხედველობის ფარგლებში დამთავრდება ყველაფერი კარგად. დაზარალებული არის ხუთი დიდი ობიექტი დასასრულებელი დანარჩენ სარემონტო ობიექტებზე მიდის სარემონტო სამუშაოები. მთავარია, რომ თავად ამ საქმის კურაცია აიღო მერიამ და მერია არის ზედამხედველი, რომელიც არის გარანტორი ამ საქმის დამთავრების“, – განაცხადა საპატიმროს დატოვების შემდეგ მაია რჩეულიშვილმა.

მაია რჩეულიშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმება დააკმაყოფილა.

„ცენტრ პოინტის“ საქმეზე მაია რჩეულიშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული. საქმე რამდენიმე ეპიზოდს, მათ შორის, "მაგნოლიას" ეპიზოდსაც მოიცავდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში