ევროკომისიის პრეზიდენტი არავაქცინირებულთა პანდემიის საფრთხეზე საუბრობს

15 სექტემბერი 2021, 14:00 1119 ნახვა

არავაქცინირებულთა პანდემიის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ვაქცინაციის პროცესის დაჩქარება-ამის შესახებ  ევროკომისიის პრეზიდენტმა  განაცხადა. აგვისტოს ბოლოს მონაცემებით, ევროკავშირის ზრდასრული მოსახლეობის  70%  სრულად არის ვაქცინირებული. 

ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირი მომავალ წელს მესამე ქვეყნებს ვაქცინის დამატებით 200 მილიონ დოზას გამოუყოფს.

ევროკავშირის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ევროკომისიის პრეზიდენტი კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლას ასახელებს და  მსოფლიოს ქვეყნებს კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი