რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა შეუძლებელია, თუკი კიევი მოლაპარაკებებზე ყირიმის კუთვნილების საკითხის წამოჭრას აპირებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს კრემლის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.
მისი თქმით, ვლადიმირ პუტინი უკრაინელ კოლეგასთან ერთად დონბასში ომისა და მშვიდობის საკითხის განხილვას არ აპირებს, რადგან მოსკოვი ამ კონფლიქტის მხარეს არ წარმოადგენს.