აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე სიტუაცია მას სხვა არჩევანს არ უტოვებს, გარდა 2024 წელს პრეზიდენტის სავარძლისთვის ბრძოლაში ისევ მონაწილეობისა. ამის შესახებ ტრამპმა ფოქს-ნიუსთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ექს-პრეზიდენტმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გამოყვანას ქვეყნის ისტორიაში უდიდესი სირცხვილი უწოდა, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ იგი თავისი თანამდებობისთვის საკმარისად კომპეტენტური არ არის.