ბათუმის ბულვარში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს - გარდაცვლილია ერთი მამაკაცი

13 სექტემბერი 2021, 10:58 23747 ნახვა

ბათუმის ბულვარში, ამ წუთებში, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. არსებული ინფორმაციით, სანაპიროზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. დაჭრილია 33 წლის ქალიც, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. დაჭრილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

''დილით შემოიყვანეს, 7:55 წუთზე. ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა, აღენიშნებოდა გულ-მკერდის უკანა ზედაპირზე შემავალი ჭრილობა. პაციენტს ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მაინც რჩება საყურადღებოდ. გრძელდება დინამიკაში დაკვირვება და მკურნალობა'' - აცხადებენ კლინიკაში. 

არსებული ინფორმაციით, ქალის დაჭრის შემდეგ მამაკაცმა თვითდაზიანებები მიიყენა, ის ადგილზე გარდაიცვალა.

სხვა დეტალები, ამ ეტაპისთვის, უცნობია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში