სააპელაციო სასამართლომ „სამართლიანი არჩევნების“ არც ერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა და ბიულეტენების გადათვლასთან დაკავშირებით გორის სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა

06 ნოემბერი 2024, 16:58 255 ნახვა

სააპელაციო სასამართლომ „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) სამი სააპელაციო საჩივრიდან არც ერთი არ დააკმაყოფილა და გააუქმა გორის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება 15 უბნის ბათილი ბიულეტენების გადათვლასთან დაკავშირებით.

გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა ილონა თოდუამ, თამარ ონიანიმა და ნანა ჭიჭილაშვილიმა დაახლოებით სამსაათიანი მსჯელობის შემდეგ მიიღეს.

ცნობისთვის, 4 ნოემბერს, გორის სასამართლომ 15 უბანზე ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლის შესახებ ISFED-ის სარჩელი დააკმაყოფილა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში