ვაქცინაციის ჩატარების მსურველებს აცრის ჩატარება ბათუმში სამ მოძრავ პუნქტში შეუძლიათ. ეს არის ინასარიძის ქუჩაზე სავაჭრო ცენტრ “ვილმარტის” მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე სავაჭრო ცენტრ “ხოფას” მიმდებარედ და თოდოგაურში, ყოფილი სამხედრო დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 11 სექტემბრის მონაცემებით, 1 დოზით ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 31.2% სრულად კი 20.2% . 10 სექტემბერს ქვეყანაში სულ 25 132 ადამიანი აიცრა.