სამხედროთა შორის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ამავე დროს ურთულესი პროფესია სნაიპერობაა, მით უმეტეს ისეთ ცხელ წერტილში, როგორიც ავღანეთია.
ბოლო ორი თვის პერიოდის მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის ეპიცენტრში ზაურ ჯოყილაძეც იმყოფებოდა, ახლა კი ის სამშობლოშია.როგორც ამბობს, პატარა ასაკიდანვე იცოდა, რომ სნაიპერი გახდებოდა.