თანამშრომლობა ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სფეროებში

10 სექტემბერი 2021, 18:15 746 ნახვა

საქართველოსა და პორტუგალიას შორის თანამშრომლობა ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სფეროებში - საკითხი ეკონომიკის მინისტრმა, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პორტუგალიაში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან განიხილა.

შეხვედრაზე ითქვა, რომ ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის პირდაპირი რეისების არსებობა და   იმ ავიაკომპანიას, რომელიც ამას საკუთარ თავზე აიღებს, ხელს შეუწყობენ. ქვეყნები ითანამშრომლებენ განათლების საკითხების კუთხითაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი