9 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 455 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 58 პაციენტი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 4427 პირი.
ბოლო 24 საათში საქართველოში 36 151 ტესტი ჩატარდა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.79%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.48% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.69%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 455 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 890 შემთხვევა, აჭარა - 249, იმერეთი - 342, ქვემო ქართლი - 170, შიდა ქართლი - 142, გურია - 92, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 219, კახეთი - 211, მცხეთა-მთიანეთი - 67, სამცხე-ჯავახეთი - 50, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 23.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 33 123 საიდანაც:
6 417 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 743, აჭარაში - 721, იმერეთში - 1 081. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 500 პირი, მათ შორის, თბილისში - 650, აჭარაში - 167, იმერეთში - 345. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 365 პირი, მათგან თბილისში - 219, აჭარაში - 32, იმერეთში - 30.
2 032 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 049 - თბილისში, 593 - აჭარაში.
24 674 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 85 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 78, ხოლო აჭარაში - 7. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 28 583 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 10 997 პირი, აჭარაში - 3 855, იმერეთში - 3 161.