საქართველოში სომხეთის პრემიერის ვიზიტი გრძელდება. ნიკოლ ფაშინიანი ცოტა ხნის წინ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. პირისპირ აუდიენციის ვიდეო მასალა პრესსსამსახურმა გაავრცელა. მანამდე კი გაიმართა შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში. ფაშნიანმა ირაკლი ღარიბაშვილს ტყვეების დაბრუნებაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.