მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა მიმდინარეობს

08 სექტემბერი 2021, 14:14 733 ნახვა

საქართველოს პრემიერ - მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში სომეხ კოლეგას, ნიკოლ ფაშინიანს მასპინძლობს.

დახვედრის ოფიციალური ცერემონია რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაიმართება ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც, ირაკლი ღარიბაშვილი და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

სომხეთის პრემიერი ასევე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს. ნიკოლ ფაშინიანი, დელეგაციის წევრებთან ერთად, გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს დღეს ეწვია და მისი ვიზიტი ორდღიანია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი