წყალდიდობა მექსიკაში

08 სექტემბერი 2021, 09:48 1000 ნახვა

მექსიკაში, იდალგოს შტატის ქალაქ ტულას ერთ-ერთ საავადმყოფოში წყალდიდობას 17 ადამიანი ემსხვერპლა, მათი უმეტესობა კოვიდპაციენტი იყო. - ინფორმაციას როიტერი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

წყალდიდობა კოკისპირულმა წვიმამ გამოიწვია, რის შედეგადაც მდინარე ტულა ნაპირებიდან გადმოვიდა. საავადმყოფოდან 40 პაციენტის ევაკუირება განხორციელდა.

მექსიკის მთავრობაში აცხადებენ, რომ წინასწარი შეფასებით, ქალაქში წყალდიდობის შედეგად 2 000-მდე სახლი დაზიანდა.

მექსიკის პრეზიდენტმა წყალდიდობის გამო რისკის ქვეშ მყოფ მოქალაქეებს მოუწოდა თავშესაფრებად უფრო მაღალი ადგილები მოძებნონ, ან თავი მეგობრებსა და ნათესავებთან შეაფარონ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი