გზის პრობლემა ქობულეთში, ხალაში მცხოვრები 12 ოჯახი დახმარებას ითხოვს, მათი თქმით მათთან დროულად ვერც სასწრაფო ვერ მიდის ასევე ტურისტები იქ ფაქტიურად ვერ გადაადგილდებიან, ხალადან გზას დავითაძეებში მივყავართ, სადაც უგზოობის გარდა მეწყერიც პრობლემად დგას. მერიაში კი ტრადიციულად აცხადებენ, რომ ტენდერი უკვე გამოცხადებულია და შემდეგ გამარჯვებული კომპანია ფერდსამაგრ სამუშაოებს ჩაატარებს