მადლობა სამართალდამცველებს ყველაფერი უსისხლოდ დამთავრდა - შს მინისტრი ყვარელში მომხდარ თავდასხმაზე

09 სექტემბერი 2021, 20:28 1075 ნახვა

მადლობა სამართალდამცველებს, ბანკის თანამშრომლებს, მოქალაქეებს, მაქსიმალურად მაღალ დონეზე ჩაატარეს, ყველაფერი უსისხლოდ დამთავრდა, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, "საქართველოს ბანკში" შეჭრილი პირი კახეთის მკვიდრია და ის უკვე დაკავებულია.

"იდენტიფიცირებულია, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა, მაგრამ არ დავასახელებ სახელს და გვარს. დაგეთანხმებით, რომ კახეთიდანაა, როგორც ჩემთვის ცნობილია. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს თანამშრომლებს, ბანკის თანამშრომლებს. მაქსიმალურად მაღალ დონეზე ჩაატარეს ყველაფერი და უსისხლოდ დამთავრდა, მადლობა ღმერთს. როგორც მძევლები, ყველანაირად ვეცადეთ, რომ თვითონ ეს ადამიანიც უვნებლად დაგვეკავებინა. სხვადასხვა თანხას ითხოვდა - ხან ნახევარ მილიონს, ხან ერთ მილიონს, ხან სამასი ათასს. არანაირი მოთხოვნა არ შეგვისრულებია. ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მადლობა ღმერთს არავინ დაშავებულა,"- განაცხადა მინისტრმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი