მოძრავი ამცრელი პუნქტები ბათუმში

05 სექტემბერი 2021, 15:40 891 ნახვა

ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი. მეექვსე დღეა ბათუმში მოძრავი ამცრელი პუნქტები მუშაობს. სინოვაკის, ფაიზერისა და სინოფარმის მეორე დოზის გაკეთება მსურველებს რიგისა და რეგისტრაციის გარეშე შეუძლიათ. ავტობუსში ყველა წესი და პროტოკოლია დაცული, რომელიც ასაცრელადაა საჭირო. როგორც მედიკოსები ამბობენ, ჯერ არცერთ ამცრელ პუნქტში გვერდითი მოვლენა არ დაფიქსირებულა.

თუმცა თუკი საჭიროება იქნება ყველა მოძრავ ავტობუსშია ანტიშოკური ჩანთა საჭირო მედიკამენტებით. ინასარიძის ქუჩაზე, ავტოსადგურის მიმდებარედ და ხობის ბაზრობის შესასვლელში ამცრელი პუნქტები დილის 10 საათიდან 5 საათამდე მუშაობს. აჭარაში ჯამში ერთი დოზით 28.8% აცრილი, ორჯერადად კი მხოლოდ 16, 1%.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი