აშშ ყოველი მესამე ევაკუირებული ავღანელის დამატებით შემოწმებას გეგმავს, რადგან 100-მდე ადამიანი უკვე შემჩნეულია „თალიბანთან“ და რიგ ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია NBC ავრცელებს.მედიის ინფორმაციით, მანამდე შეერთებული შტატებიდან არაერთი ავღანელის დეპორტაცია განხორციელდა სხვადასხვა დანაშაულის გამო. თეთრ სახლში არ აქვთ ჩამოყალიბებული ზუსტი გეგმა, როგორი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ამჟამად ევაკუირებული ზოგიერთი ავღანელის საკითხზე.