მივესალმებით „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, ეს ხელმოწერა კარგი ნიშანია იმის, რომ პოლიტიკურ სივრცეში შეთანხმება შედგეს - კელი დეგნანი

02 სექტემბერი 2021, 11:00 873 ნახვა

მივესალმებით „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას. ეს ხელმოწერა მართლაც კარგი ნიშანია იმის, რომ პოლიტიკურ სივრცეში შეთანხმება შედგეს, - განცხადება აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა გააკეთა.

დეგნანის განმარტებით, შეთანხმება წარმოადგენს რეფორების საგზაო რუკას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა საქართველოს სამომავლო გზის გასაძლიერებლად.

„ჩვენ მივესალმებით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელშეკრულების ხელმოწერას. ჩვენ მოვუწოდებდით „ნაციონალურ მოძრაობას“ გარკვეული დროის განმავლობაში, რომ ხელი მოეწერა შეთანხმებისთვის. ეს კარგი ნიშანია, რადგან ეს წარმოადგენს მნიშვნელოვანი რეფორმების საგზაო რუკას, რომელიც ქვეყანას სჭირდება. ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ის რომ ეს შეთანხმება შედგა ქართველებს შორის, ქართველ პოლიტიკურ ლიდერებს შორის. კარგია, რომ ამდენმა მხარემ ხელი მოაწერა შეთანხმებას რეფორმების განხორციელებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა საქართველოს სამომავლო გზის გაძლიერებისთვის. ეს რეფორმები საშუალებას იძლევა, უფრო ძლიერი ავტონომია იყოს უკეთესი საარჩევნო პროცესისთვის. რეფორმები ეხება თითოეული ქართველის ცხოვრებას“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტია შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს აწერს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი