გიორგი გახარია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს

01 სექტემბერი 2021, 19:06 1745 ნახვა

პარტია "საქართველოსთვის" თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია იქნება, - ამის შესახებ პარტიის ლიდერმა გიორგი გახარიამ დღევანდელ პრეზენტაციაზე განაცხადა.

"მინდა, ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს ვუთხრა, დღეიდან თქვენ საქმე გექნებათ ჩემთან, სოლიდარობის მიზნით, თითოეული ჩვენი მერობის კანდიდატის მიმართ, რომელთაც მძიმე პირობებში უწევს ბრძოლა, მე ერთი, ცალკე აღებული საქართველოს მოქალაქე და თბილისელი, ყველანაირი პოლიტიკური კეკლუცობის გარეშე ვაცხადებ, რომ თქვენთან ერთად ვერთვები თბილისის მერობისთვის ბრძოლაში“, - განაცხადა გახარიამ.

დღევანდელ პრეზენტაციაზე გიორგი გახარიამ თბილისის საკრებულოს წევრობის და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

თბილისის საკრებულოს პარტიული სიის წევრები არიან: 

  • ლევან დოლიძე;
  • ზაზა თავაძე;
  • სალომე კობალაძე;
  • გიორგი შარაშიძე;
  • დავით ფარცვანია;
  • თამარ-ტატა ხვედელიანი;
  • ეკატერინე ვეფხვაძე;
  • მალხაზ მჭედლიშვილი;
  • საბა ჯიქიძე;
  • გიორგი სოსელია;
  • თიკო თვალაძე;
  • გიორგი კიკნაველიძე;
  • ზაურ რეხვიაშვილი;
  • ქეთევან ბაკარაძე;
  • ვატო ფაჩულია;

მაჟორიტარობის კანდიდატები არიან:

  • კახა ქემოკლიძე - სამგორი;
  • დავით გოგიძე - ისანი;
  • ვატო გვაზავა - მთაწმინდა;
  • მერაბ მაჭავარიანი - ვაკე;
  • რუსუდან თევზაძე - ჩუღურეთი;
  • გიორგი ქაჯაია - დიდუბე;
  • მიხეილ ნაბიჯაშვილი - საბურთალო;
  • გალაქტიონ ღუდუშაური - ნაძალადევი;
  • ნათია მეზვრიშვილი - გლდანი;

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი