დაახლოებით 300-მდე დევნილ ოჯახს ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა - პრემიერი

30 აგვისტო 2021, 11:26 969 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით 300-მდე დევნილ ოჯახს მათ სარგებლობაში არსებული ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემა.

„დაახლოებით 300-მდე დევნილ ოჯახს გადავცემთ და დავუკანონებთ ფართებს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, დევნილი ოჯახებისთვის ფართების სიმბოლურ ფასად გადაეცემა არ არის ერთჯერადი აქტი, ეს პროცესი დიდი ხნის წინ დაიწყო

''ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მუნიციპალიტეტები შემოდიან შუამდგომლობით და ჩვენ მათი შუამდგომლობის საფუძველზე პერიოდულად გადავცემთ და ვუკანონებთ ხოლმე იმ ფართს, რომლებშიც ისინი დე ფაქტოდ იმყოფებიან, თუმცა კანონიერი უფლება აქამდე არ ჰქონდათ. ეს კეთდება როგორც რუსთავში, ასევე ფოთში, ზუგდიდში, ბორჯომში, ზესტაფონში, თბილისში და ეს პროცესი გაგრძელდება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი