ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის აეროპორტთან აფეთქება მოხდა

29 აგვისტო 2021, 18:00 759 ნახვა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის აეროპორტთან აფეთქება მოხდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ვრცელდება ცნობა, რომ აეროპორტის მახლობლად საცხოვრებელ სახლს რაკეტა დაეცა. ბბს მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს კვამლი, რომელიც აფეთქების შემდეგ საცხოვრებელ უბანში გაჩნდა.

პარალელურად მიმდინარეობს მოქალაქეების ევაკუაცია. ევროპის ქვეყნები ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესს ასრულებენ. ქაბულის საერთაშორისო აეროპორტი ბოლო ბრიტანულმა სამხედრო თვითმფრინავმა უკვე დატოვა. ბრიტანეთმა ავღანეთიდან 15 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა და ავღანეთიდან  ბოლო სამხედრო თვითმფრინავის გამოყვანით,  20 წლიანი მისია დაასრულა.ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესი დაასრულეს საფრანგეთმა და იტალიამაც.

დასავლური მედიის ინფორმაციით, ქაბულის აეროპორტში საევაკუაციო ღონისძიებების ტემპმა დაიკლო და „თალიბანი“ აეროპორტზე კონტროლის დამყარებისთვის ემზადება. ასევე ცნობილია, რომ „თალიბანი“ ახალი მთავრობის გამოცხადებას მომდევნო კვირას გეგმავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში