კიბერსივრცეში არსებული საფრთხეები და მათთან ერთობლივი ბრძოლის გზები. ეს საკითხები განიხილა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ კიბერთავდაცვის რეგიონალური ცენტრის დირექტორთან ერთად.
შეხვედრაზე თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. ცნობისთვის კიბერუსაფრთხოების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, ლიეტუვას მხარემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიურო კიბერ თავდაცვის რეგიონალური ცენტრის ანალიზის ქვედანაყოფში გასაწევრიანებლად მიიწვია, რომელიც მიზნად ისახავს კიბერინციდენტების ანალიზსა და მონაწილე ქვეყნებს შორის ინფორმაციის სისტემატურ გაზიარებას.