არდაგანის ტბის მიმდებარედ სანიაღვრე სატუმბი სადგურის მშენებლობა დასრულდა

28 აგვისტო 2021, 15:05 1157 ნახვა

არდაგანის ტბის მიმდებარედ სანიაღვრე სატუმბი სადგურის მშენებლობა დასრულდა.პროექტის თანახმად  სატუმბმა  სადგურმა უხვი ნალექის დროს ქალაქის დატბორვის საფრთხე მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს.სადგურის მიმდებარედ მოეწყო მიწისქვეშა შემაკავებელი ავზი, რომელიც უხვი ნალექის პირობებში სატუმბი სადგურის სათანადო ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.

სატუმბ სადგურში სანიაღვრე წყლების შედინება ჯავახიშვილისა და ნინოშვილის ქუჩების სანიაღვრე არხების საშუალებით მოხდება. სამუშაოები ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მესამე ფაზის ფარგლებში განხორციელდა და მისი ღირებულება 13 მილიონ  ევროს შეადგენს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი