საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის საწვრთნელი პროგრამის წარმატებით დასრულება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მტკიცე პარტნიორობის კიდევ ერთი მაგალითია. დეგნანის თქმით, საწვრთნელი პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას, ნატო-ს ძალებთან ურთიერთთავსებადობის გაზრდასა და საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას.