საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქაბულში ტერორისტულ თავდასხმას გმობს. ამის შესახებ პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
''მკაცრად ვგმობ ქაბულში მომხდარ ტერაქტს და მწუხარებას გამოვთქვამ ავღანელი სამოქალაქო პირებისა და აშშ-ს სამხედროების დაღუპვის გამო.
ევაკუაციის პროცესი მშვიდობიანად უნდა წარიმართოს. საქართველო გააგრძელებს მხარდაჭერას მათ მიმართ, ვინც ევაკუაციის პროცესს ახორციელებს და ძალადობის წინააღმდეგ სოლიდარობას გამოხატავს'' - წერს საქართველოს პრეზიდენტი.